2025-12-02 13:37:09
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე, ზებრა გადასასვლელზე 70 წლამდე ქალს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ქალს სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ეკიპაჟმა ადგილზევე გაუწია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.