შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2025-11-27 14:00:42

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 32 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.  

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.