2025-11-26 19:44:07
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე "ტოიოტას" და "სუბარუს" მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
ავარიის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი.