2025-11-26 15:17:13
ბათუმში, ფერიის დასახლებაში, გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით ავარია გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-მ განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.