2025-11-26 11:05:14
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავარია მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, 22 წლის კაცი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.