რუსთავში რამდენი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას

2025-11-23 16:25:12

რუსთავში სოციალურ დახმარებას 5384 ადამიანი იღებს.

ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ოქტომბრის მონაცემებშია საუბარი.

გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა თანხის ოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:

70 ლარს იღებს - 50 ადამიანი;
100 ლარს -  1876 ადამიანი;
190 ლარს -  209 ადამიანი;
230 ლარს -  1630 ადამიანი;
425 ლარს -  1522 ადამიანი.