2025-11-18 13:59:57
გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს რძის და რძის ნაწარმის კონტროლი პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე. მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი). სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ხალხს, რომ დროული რეაგირება მნიშვნელოვანია. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე-15-01.