2025-11-17 18:28:58
რუსთავის მერიამ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად და შემდეგ დასამტკიცებლად საკრებულოს გაუგზავნა.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შემდეგ წელს 79 093 200 ლარის დახარჯვას აპირებს.
პროგრამების მიხედვით გათვალისწინებულია:
4 141 100 ლარად ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის და სანაპიროს (ნაწილის) ქუჩების რეაბილიტაცია;
1 854 600 ლარად მე-19 მკ/რნ-ში არსებული გზის რეაბილიტაციას (აღმაშენებლის გამზირიდან მე-19 მკ/რნ N9-ის მიმართულებით);
4 800 700 ლარად გიორგი ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაციაა;
3 471 500 ლარად მელიქიშვილის და ლომოურის გასასვლელებში გზებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას;
2 035 000 ლარად გზებისა და ტროტუარების შეკეთებას;
800 000 ლარია გამოყოფილი სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციოდ.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტით 20 908 000 ლარი გამოყოფილია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციისთვის, მათ შორის:
15 808 000 ლარი - რუსთაველის, თბილისის და მესხიშვილის; ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაციისთვის;
4 300 000 ლარი - შენობების გამაგრება/რეაბილიტაციისთვის;
4 000 000 ლარი - ლიფტების რეაბილიტაციისთვის;
4 000 000 ლარი - საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობისთვის;
2 421 400 ლარი - რუსთავში სახელოვნებო ცენტრის მშენებლობისთვის.