ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2025-11-17 17:49:55

იმერეთის ქალაქ ხონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავარდა ჯერ თხრილში ჩავარდა, შემდეგ კი ელექტრობოძს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი ქალი  დაიღუპა.

როგორც შსს-მ "ინფო რუსთავს" განუცხადა გამოძიება 256-ე  მუხლით არის დაწყებული.