დიდი ბრიტანეთი საემიგრაციო წესებს ამკაცრებს

2025-11-17 12:26:58

დიდი ბრიტანეთი ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღების  ვადებს ამცირებს.

როგორც ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი Sunday Times-თან ინტერვიუში აცხადებს, არალეგალური მიგრანტებისთვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიღების ვადა 5-დან 20 წლამდე იზრდება.

ამ ცვლილების თანახმად ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების უფლების შანსი, უკანონო მიგრანტებს მხოლოდ ამ პერიოდის გავლის შემდეგ მიეცემათ. ბრიტანეთში კანონიერი გზით ჩასული პირებისთვის კი, ვადა 10 წელია.