საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

2025-11-10 17:13:40

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 2 სართულიან, იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები მუშაობდნენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადებს, ხანძარი ლიკვიდირებულია და შედეგად არავინ დაშავებულა.