2025-11-07 15:04:40
კოსტავას გამზირზე, წმინდა გიორგის ხატი ჩამოიშალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხატი პირველად 5-6 თვის წინ დაზიანდა, ახლა კი ნამუშევრის დიდი ნაწილი სრულად ჩამოინგრა.
რესპოდენტი "ინფო რუსთავთან" საუბარში განმარტავს, რომ დაზიანების შემდეგ, ხატი ლენტით იყო შემოსაზღვრული, რის გამოც ფიქრობდნენ, რომ შსაბამისი სამსახურები, წმინდა გიორგის გამოსახულებას აღადგენდნენ, თუმცა ხატის შეკეთება, ამ დრომდე არ მომხდარა.
წმინდა გიორგის ხატი, რუსთავში, კოსტავას გამზირზე, 2 ათეულ წელიზე მეტია არის განთავსებული.