რუსთავის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს

2025-10-30 15:52:37

რუსთავის საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს. 

შიდა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა "ქართული ოცნების", "გირჩის" და "კონსერვატორების“ წარმომადგენლები. სხდომას არ ესწრებოდა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია შელეგია, ხოლო, "ლელოს'" წარმომადგენელმა ნინო სულაძემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კომისიების თავმჯდომრებად აირჩიეს:

კარლო ნოდია - ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია
გიგა ვეფხვაძე - საფინანსო საბიუჯეტო კომისია
გიგა კიკვაძე - სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია
ლელა ლუარსაბიშვილი - სოციალურ საკითხთა კომისია
ამირან ჯანჯღავა - სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია

კომისის თავმჯდომარეების არჩევა 25 ხმიდან 23 ხმით მოხერხდა. რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დასრულდა, შემდეგი სხდომა ნოემბრის თვეში გაიმართება.