გერმანიიდან 1.379 ქართველი დაადეპორტეს

2025-10-27 13:50:21


გერმანიიდან დეპორტაციების რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ყველაზე მეტი ადამიანი დეპორტირებული იქნა საქართველოსა და თურქეთში.
იანვრიდან სექტემბრამდე 17 651 ადამიანი იქნა დეპორტირებული. გასული წლის სტატისტიკით ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 14 706 იყო, რაც დაახლოებით 1/5-ით მეტია. დეპორტირებულთა უმეტესობა თურქეთში (1,614) და საქართველოში (1,379) დაბრუნდა.
„როდესაც საქმე დეპორტაციების ზრდას ეხება, ხელისუფლებას აღარ აქვს ტაბუ. მასობრივი დეპორტაციები ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, რომელიც რეპრესიებს ახორციელებს მემარცხენეების, ქურთების და ოპოზიციის წინააღმდეგ? როგორც ჩანს, გერმანიის ამჟამინდელ პოლიტიკურ კლიმატში ეს პრობლემად აღარ ითვლება“, - განაცხადა ბიუნგერმა.
მიგრაცია გერმანიაში ვადამდელი არჩევნების პერიოდში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. არჩევნების შემდეგ გერმანიის მთავრობამ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება ბრძანა.