გაფრთხილება ამინდის შესახებ

2025-10-19 14:33:24

20 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან  ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი  და ქარის გაძლიერება. 

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე დაბალი).

რაც შეეხება რუსთავში მოსალოდნელ ამინდს, 20 ოქტომბერს ღამე +12° იქნება, ხოლო დღისით +21°. 21 ოქტომბერს ღამე +11°, დღისით +18°. 
23 ოქტომბერს ღამე +7°, დღისით კი +18° იქნება.