ცესკომ რუსთავის საკრებულოს 4 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 106 654 ამომრჩევლიდან რუსთავის საკრებულოს არჩევნებზე ხმა 38 351-მა მისცა, აქედან 3847 ბათილი იყო.
რუსთავში არჩევნებში მონაწილეთა ხმები ასე გადანაწილდა:
"კონსერვატორები საქართველოსთვის" - 1411 ხმა
"თავისუფალი საქართველო" - 572 ხმა
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 606 ხმა
"ძლიერი საქართველო - ლელო" - 2016 ხმა
"სახალხო ხელისუფლება" - 234 ხმა
"გახარია საქართველოსთვის" - 2011 ხმა
"გირჩი" - 2011 ხმა
"ქართული ოცნება" - 25 544 ხმა
მიღებული ხმების მიხედვით საკრებულოში 11 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ", 1 მანდატი "გირჩმა", 1 "გახარია საქართველოსთვის", 1 "ძლიერი საქართველო - ლელო", 1 "კონსერვატორები საქართველოსთვის".
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, რუსთავის ათივე ოლქში "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა გაიმარჯვა, შესაბამისად, საკრებულოში ათივე მათგანი მოხვდა.
რუსთავის საკრებულოში 25 წევრიდან 21 "ქართული ოცნებიდანაა".
ვინ მოხვდა რუსთავის საკრებულოში შეგიძლიათ იხილოთ აქ. ასევე ვინ შეიძლება იყოს საკრებულოს თავმჯდომარე და პირველი მოადგილე იხილეთ აქ.
კანონმდებლობის შესაბამისად, ახლად არჩეული მერებისა და საკრებულოების წევრების უფლებამოსილება 29 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 ოქტომბერს მიიღო განკარგულება და 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია