მექსიკაში ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა

2025-10-11 17:08:45

მექსიკაში ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ძლიერმა წვიმებმა მექსიკის რამდენიმე შტატში მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იდალგოს შტატში დაახლოებით 1000 სახლი და ასობით სკოლა დაზიანდა.

პუებლას შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

„ჩვენ მოსახლეობის დასახმარებლად, გზების გასახსნელად და ელექტროენერგიის აღსადგენად ვმუშაობთ“, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა.