14 ოქტომბერს, რუსთავში, რუსთავქალაქობა-2025 გაიმართება.
ქალაქის დღესასწაული, რუსთავის თავისუფლების მოედანზე, 12:00 საათზე მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამით დაიწყება კოსტუმირებული მსვლელობები, ზღაპრის გმირები, ილუზიონისტების შოუ, სახალოსო მასტერკლასები და და თოჯინების წარმოდგენა პატარებს მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
პარალელურად გაიმართება წიგნის ფესტივალი, სადაც რუსთავქალაქობის სტუმრები, 14 სხვადასხვა გამომცემლობის წიგნების შეძენას, ფასდაკლებით შეძლებენ.
14:00 საათზე, საბავშვო ცეკვის სტუდიების ფლეშ მობი დაიწყება
19:00 საათიდან, კი რუსთავქალაქობის სცენას ანსამბლი "რუსთავი" დაიკავებს
ანსამბლი "რუსთავის" კონცერტი, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს ეძღვნება და საქართველოს კულტურის სამინისტროს და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება.
ქალაქის დღესასწაულის ბოლოს, 22:45 საათიდან, სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე, საქართველო - თურქეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩის ტრანლაცია დაიწყება. გელოდებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ რუსთავქალაქობა და ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს!
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.