ქვემო ქართლში ავარიის დროს 3 ადამიანი დაშავდა

2025-10-09 17:46:05

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ადგილობირივი მედიის 24new-ის ინფორმაციით, ერთმანეთს "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი და "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს 3 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ავერსისა და ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკებში გადაიყვანა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.