რუსთავში უეფას IV კატეგორიის სტადიონი აშენდება

2025-10-04 01:04:55

რუსთავში არსებული ამორტიზებული სტადიონის ნაცვლად, უეფას IV კატეგორიის სტადიონი აშენდება.

პროექტი ითვალისწინებს რუსთავის ცენტრალურ პარკთან არსებული, ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟს და მის ადგილას თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის დაპროექტება-მშენებლობას.

პროექტის მიზანია რუსთავის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მისი სრულ შესაბამისობაში მოყვანა თანამედროვე ტექნიკურ  მოთხოვნებთან.

იგეგმება 8 000 მაყურებელზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის აშენება, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ძირითადი სტადიონის არქიტექტურულ და საინჟინრო გადაწყვეტებს, არამედ მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის - მათ შორის სათადარიგო მოედნის, საშხაპეების, გასახდელების, პრესის სივრცეების, ავტოსადგომების, განათების, უსაფრთხოების სისტემებსა და სხვა აუცილებელ კომპონენტებს.

მშენებლობის დასრულების შემდეგ სტადიონი შეძლებს უმასპინძლოს როგორც ჩემპიონთა ლიგის მატჩებს, ისე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებს, მათ შორის -ახალგაზრდულ და მასობრივ სპორტულ ღონისძიებებს.