გამკაცრებული კანონი რის გამოც ქართველმა ემიგრანტებმა შესაძლოა სამსახური დაკარგონ

2025-09-29 19:29:07

აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტმა, კომერციული ტრანსპორტის (სატვირთო ავტომობილის) სწავლის ნებართვებისა და მართვის მოწმობების (CDL) გაცემის კანონები გაამკაცრა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება არარეგისტრირებული მძღოლების მიერ გამოწვეული ხშირი ავტო საგზაო შემთხვევების საპასუხოდ იქნა მიღებული. კანონის თანახმად მძღოლები ვერ მიიღებენ CDL-ს თუ ისინი ვერ დააკმაყოფილებენ გაცილებით მკაცრ წესებს, რაც მოიცავს დასაქმების ვიზას და სავალდებულო ფედერალური შემოწმება

აკრძალვის შედეგად, შეჩერდება არარეგისტრირებული CDL-ების გაცემა, მოხდება ყველა იმ ვადაგასული არარეგისტრირებული მართვის მოწმობის იდენტიფიცირება, რომელიც ახალად მიღებულ რეგულაციებს არ შეესაბამება.

აღნიშნულმა ცვლილებებმა სოციალურ ქსელში, ქართულ-ამერიკულ ჯგუფებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ქართველი ემიგრანტების დიდ ნაწილს, რომლებიც სატვირთო ავტომობილებზე, მძღოლებად იყვნენ დასაქმებულები სამსახურის დაკარგვის წინაშე დადგნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თუ მძღოლს მსგავსი დარღვევები აღმოაჩნდა, მას შესაძლოა ქვეყანა იძულებიოთ დაატოვებინონ.

როგორც სოციალურ ქსელში საუბრობენ, ათასობით ქართველი ემიგრანტი, დეპორტაციის შიშით სატვირთო ავტომობილის მძღოლის სამსახურს ტოვებს და ცდილობს ალტერნატიული საქმიანობა მოძებნოს.