სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-თან სპეციალური დანიშნულების რაზმის, პოლიციისა და სამაშველო ჯგუფების მობილიზებაა.
არსებული ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა სასტუმროში მყოფი შეიარაღებული პირი დააკავეს.
ინფორმაციას ადასტურებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძეც.
"შემოსული იყო შეტყობინება, რომ სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გაიგეს სავარაუდოდ სროლის ხმა. მოვახდინეთ რეაგირება და ამჟამად დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება დაწყებულია 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობა) 151-ე (მუქარის) მუხლით. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერება არ არის დასრულებული და ვერ გეტყვით ამოღებულია თუ არ იარაღი.",-ამბობს სირაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი სასტუმროს დამსვენებელია.