რუსთავში შინაური ცხოველების აცრას ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ შეძლებთ

2025-09-24 18:20:12

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს რუსთავში შინაური ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა უფასოდ მოხდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, ვეტერინარები მობილური ჯგუფი ფალიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდობის სკვერში იქნებიან და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საკუთარი შინაური ცხოველის აცრა სურს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, შეუძლია მივიდეს.

უფასო ვაქცინაცია 26 სექტემბერს 11:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათმდე გაგრძელდება.

ოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაწესდა და ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება (28 სექტემბერი ცნობილი მიკრობიოლოგის, ცოფის ვაქცინის შემქმნელის  ლუი პასტერის გარდაცვალების დღეა). მისი მიზანია ცხოველებში ცოფით დაავადების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც დაავადების პრევენციის წინაპირობაა.