"მთელი სხეულის 48% აქვს დამწვარი"

2025-09-24 12:14:01

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქებისას დაშავებული 19 წლის გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული.

ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

"ამ წუთას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. მთელი სხეულის 48% აქვს დამწვარი, სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად მიიღო ეს დაზიანებები. დაზიანება სერიოზულია. მას დაზიანებული აქვს თავი, ზემო კიდურები, ნაწილობრივ ქვემო კიდურები, გულმკერდი და ზურგი. ის ახლა იმყოფება დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ წუთისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აღენიშნება“,- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.