ბათუმში სანაპიროზე შტორმა ინფრასტრუქტურა დააზიანა.
ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად პარკებსა და სკვერებში ხე-მცენარეები წაიქცა. მოქალაქეების ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე ადგილზე მრავალწლოვანი ხეები საბავშვო სკვერს დაეცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბათუმში ძლიერი ქარი და წვიმა ამ დრომდე გრძელდება.
სანაპიროს ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.