რუსთავში დაკარგული 16 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავებთან ერთად სამაშველო სამსახურიცაა ჩართული.
მოზარდს მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებენ. მათ შორის მდინარე მტკვარში მყვინთავები.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის რევაზ დათაშვილი 14 სექტემბერს 02:00 საათზე თბილისის ქუჩიდან, საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არავი უნახავს.