ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2025-09-13 23:50:43

"აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, ბათუმი ახალციხის დამაკავშორებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.

შემთხვევა ქედა-ხელვაჩაურის მონაკვეთზე მოხდა.

დაშავებულებს შორის 1 წლამდე ბავშვია. დედა-შვილი საავადმყოფოშია მოთავსებული. ახლობლების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.