"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით პარტიების "საქართველოსთვის" და "ლელოს" რუსთავის მერობის საერთო კანდიდატი იქნება თამარ კეკენაძე.
თამარ კეკენაძე დაიბადა 1982 წლის 12 აპრილს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
მიღებული აქვს ეკონომიკის დოქტორისა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების მაგისტრის ხარისხი. არის დონალდ რამსფელდის ფონდის და სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერობის განვითარების აკადემიის სტიპენდიატი.
2012-2015 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საქართველოს მისიას ნატოსა და ევროკავშირში. 2009-2011 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იკავებდა ნატოს სამმართველოს უფროსის პოზიციას. 2005-2008 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში - „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“, სადაც კურირებდა ნატოს შესახებ საგანმანათლებლო პროგრამებს. 2020 წლიდან არის პოლიტიკური პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკურმა კოალიციამ „მესამე ძალა“, წარადგინა თბილისის მერობის კანდიდატად.
ბოლოს 2 წელია თამარ კეკენაძე პარტია "საქართველოსთვის" წევრია.
ბიოგრაფიის წყარო: wikipedia.org
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავის მერობის კანდიდატად ასევე განიხილებოდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილე ალეკო ბერიძე, თუმცა პარტიებსა და სავარაუდო კანდიდატს შორის შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე ვერ მოხერხდა. ალეკო ბერიძემ სააგენტოს განუცხადა რომ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.