აფეთქება საცხოვრებელ სახლში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თბილისში, თემქაზე, ერთერთ ბინაში სავარაუდოდ გაზის დანადგარი აფეთქდა.
არსებული ინფორმაციით ბინაში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, დაშავდა კაცი, რომელმაც დამწვრობა მიიღო. პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფოტო არ ასახავს რეალობას.