თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა პირის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.
ბრალდებულთაგან ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ. ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს კი ორი წლით პატიმრობა მიესაჯათ.
საქმეზე განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. მჭედლიშვილმა ბრალდებულებითვის სსკ-ის 225-ე მუხლით წაყენებული ბრალი 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში მონაწილეობას.