რუსთავი-თბილისის ავტობანზე საცობია

2025-08-25 19:34:35

რუსთავი-თბილისის ავტობანზე საცობია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მძღოლებმა განუცხადეს, ათობით ავტომობილი ფონიჭალის მონაკვეთზე შეფერხებით გადაადგილდება.

ჩვენი ინფორმაციით, საცობის მიზეზი ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა.

ავარიის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდაცავები.