ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

2025-08-25 10:18:44

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.