ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა

2025-08-22 11:15:12

ბორჯომში მომხდარ ავარია მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე"