საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი სენაკის - ჩრდილოეთით 5კმ-ში სოფელი დიდი ხორში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3,6 მაგნიტუდა შეადგინა.