ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები დაეჯახნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავარიის სედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი, ხოლო დაშავებულები უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.