ქვემო ქართლში ქალმა კაცი დაჭრა

2025-08-16 20:08:57

მარნეულში ახალგაზრდა ქალმა საქმრო დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, ქალმა კაცს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდაცავები.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლს სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.