ქვემო ქართლის პოლიციამ საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

2025-08-15 11:24:10

ქვემო ქართლის პოლიციამ საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1998 წელს დაბადებლმა ჩ.გ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-მარნეულის გზაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ავტომობილით გადაადგილდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.