ღამურის, თაგვის, ზღვის გოჭისა და ცხენის მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტები რუსთავში

2025-08-12 15:37:41

რუსთავში ივლისის თვეთში ღამურის, ცხენის, თაგვისა და ზღვის გოჭის მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტები დაფიქსირდა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ანტრიაბიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა.

მედიკოსის თქმით, პაციენტებს შესაბამისი აცრა გაუკეთდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.