რუსთავში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "მეგობრობისა" და "ვახუშტის" ქუჩების კვეთაზე, შუქნიშანთან, "ტოიოტას" მარკის ავტომობილი, 25 წლამდე ქალს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. პაციენტის გადაყვანა, "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.