რუსთავში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა [video]

2025-08-05 00:01:47

რუსთავში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა [video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, გადასასვლელზე მოძრავ 10 წლის ბავშვს "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

ბავშვთა მიმღების მორიგე ექიმის, შორენა დიასამიძის განცხადებით პაციენტს ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

ავარიის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.