ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ესმხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს ხელში ბენზინის კასრი აუალდა და დაიწვა.
დაშავებული სასრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკასი გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.