თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, დაპირისპირება იყო

2025-07-24 11:30:56

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლება მიმდინარეობს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. ერთ-ერთი პირი კორპუსის სახურავზეა ასული და ამბობს, რომ თუ გამოსახლება არ გაჩერდება, ის საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტება.

"ან ესენი გავლენ, ან მე ჩავალ აქედან. აქედან გადავხტები”,- აღნიშნავს მაცხოვრებელი.

საცხოვრებელ კორპუსში, 150- მდე ოჯახი ცხოვრობს.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, საცხოვრებელი კორპუსი კერძო მესაკუთრისაა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ამბობს, რომ შენობა ავარიულია და ის უნდა დაიცალოს.

"არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც ექსპერტი აღნიშნავს, რომ დაზიანებულია მზიდი კედლები და ყოველდღიურად საშიში ხდება აქ ადამიანების გაჩერება", - ამის შესახებ აღსრულების პოლიციელმა ჯემალ ზურაშვილმა თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის შესახებ მედიასთან განაცხადა.