ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

2025-07-23 11:26:04

ბაღდადის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ როკითში მამაკაცი კაშხალზე თევზაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარები ეკიპაჟი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო და სხვა სამუშაოების წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.