ქალი, რომელიც კლინიკაში ექთანს თავს დაესხა, დააკავეს

2025-07-22 12:41:38

ინგოროყვას კლინიკაში პერსონალზე თავდასხმის გამო ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს პალიტრანიუსმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი და ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ინგოროყვას კლინიკაში ქალი, რომელიც კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, თავს დაესხა კლინიკის პერსონალს.