ზღვაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

2025-07-15 13:20:52

ქობულეთში, ზღვაში მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს.

მაშველები ქობულეთის სანაპირო ზოლსა და ზღვაში სამძებრო სამუშაოებს 2 დღე აწარმოებდნენ, რის შემდეგაც 35 წლის  მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.