რუსთავის 23 სალონში სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობა შეამოწმეს

2025-07-03 12:53:15

მაისის თვეში რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა შემოწმება 23 სალონში ჩაატარა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, 15 სალონს პირველადი შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო 8-ს გადამოწმება.

ცნობისთვის, 2023 წლის მარტიდან ქალაქის მასშტაბით მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებენ.