დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა გრძელდება.
"აღნიშნული ქვეპროგრამის მიზანია დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეების მატერიალური დახმარების გაწევა. თანხის ოდენობა შეადგენს 120 ლარს. მოსარგებლე შეიძლება იყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ).
გამონაკლისი ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ელექტრონულ მონაცემთა ბოლო თვის ბაზის მიხედვით ირიცხებიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დევნილის სტატუსით", - წერია მერიის ვებ. გვერდზე.