ავარია რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე [photo]

2025-06-20 18:53:18

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და შიდასაქალაქო მიკროავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დამხარება და საპატრულო პოლიცია.