ყიზილაჯლოს #48-ე უბანი 15 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, ამის მიზეზი კომისიის წევრების მხრიდან კენჭისყრისწინა პროცედურების ჩატარების დაგვიანება გაჭიანურება გახდა. ამომრჩეველი ოთახში არსებული სივიწროვის გამო სპეციალურ კაბინაში არ შედის და ხმას პირდაპირ სარეგისტრაციო მაგიდაზე აძლევს. პროცედურებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებიან. როგორც "ინფო რუსთავი"-სთვის არის ცნობილი ამ დროისთვის უკვე 5 საჩივარია დაწერილი.
საარჩევნო უბანზე კვლავ ამომრჩევლის რიგები დგას. ამომრჩეველი იმყოფება როგორც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე საარჩევნო უბანზე. ამომრჩეველთა სიმრავლის გამო ხმის მიცემის პროცესი ნელა მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან მაჟირიტარობის კანდიდატები, მხარდამჭერები, ასევე ”ქართული ოცნებისა და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები. ამ დროისთვის საარჩევნო უბანთან იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წევრები ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე და გედევან ფოფხაძე. ასევე ”ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები: სერგი კაპანაძე, გიგა ბოკერია, ლევან თარხნიშვილი. ამის მიზეზი