ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 35 წლამდე კაცი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია "სამხრეთის ჯარიბჭე" ავრცელებს.
იგი ინფექციურ საავადმყოფოში 6 ივნისის შემდეგ მკურნალობდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტი მათთან დაგვიანებით შეიყვანეს, თუმცა ჩაუტარდა ყველა საჭირო რეანიმაციული სამედიცინო დახმარება.
კაცს ციტოკინური შტორმი და სხვა გართულებები განუვითარდა, რის გამოც მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა და გარდაიცვალა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელებით რამდენიმე კვირის წინ ქალიც გარდაიცვალა.